მულტივაკის შეფუთვის გადაწყვეტებები ფარმაცევტული პროდუქტებისთვის
მშვენივრად გვაქვს გააზრებული ფარმაცევტულ სამყაროში არსებული გამოწვევები. სწორედ ამიტომ ჩვენთვის პრიორიტეტია კლიენტებისთვის სიღრმისეული კონსულტაციისა და მათ მოთხოვნებს მორგებული მიდგომების შემუშავება. ეს ყველაფერი კი უზრუნველყოფს იმას, რომ მეორეული შეფუთვისას დაკმაყოფილდება ყველა მოთხოვნა თქვენი მგრძნობიარე პროდუქტის უსაფრთხო, სტერილური და ეფექტური დაცვისათვის.
კატეგორიები
ფარმაცევტული პროდუქტების შეფუთვის მაგალითები
- გაორმაგდა ციკლების რაოდენობა და პერსონალის მინიმალური დონე ავტომატური დატვირთვის პროცესის წყალობით
- როგორ არის შეფუთული პლასტიკური ამპულები ეფექტურად და სრულად ავტომატურად დასაკეცი მუყაოს დროს?
- შპრიცების შპრიცები
- პრაქტიკაში Infeeding და შეფუთვა
მულტივაკის დანადგარების ასორტიმენტი ფარმაცევტული პროდუქტებისთვის
ფარმაცევტული პროდუქტები
ჩვენი მომსახურება ფარმაცევტულ სექტორში
მულტივაკის შეფუთვის მეთოდები აკმაყოფილებს ყველა ლეგალურ მოთოხვნას სანდოდ, თანაც - ეფექტურად და ეკონომიურად. ჩვენი ექსპერტების ჯგუფი გთავაზობთ მრავალმხრივ მხარდაჭერას და მათ შორის - ტექნიკურ დახმარებასაც. ერთად ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ინდივიდუალიზებულ შესაფუთ მეთოდებს თქვენი ინდუსტრიული და სამომხმარებლო პროდუქციისათვის.
კონცეპციის ფაზა
მულტივაკი უკვე 60 წელზე მეტია, რჩება თავისი კლიენტებისათვის სანდო პარტნიორად. შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი ინდივიდუალური მოთხოვნები ყოველთვის პრიორიტეტული იქნება.
თავიანთი მონდომებითა და გამოცდილებით ჩვენი ინჟინრები და პროცესის ექსპერტები დაგეხმარებიან ინდივიდუალიზებული და იდეალურად მორგებული მეთოდის, დანადგარის, სისტემისა თუ კონცეპციის ჩამოყალიბებაში.
თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ შევიმუშავებთ შეფუთვის დიზაინს რთული პროდუქტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ის თქვენს პროდუქტს სრულყოფილად მოერგება. 3D ვიზუალიზაციით, ნიმუშის წარმოებითა და ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით, ჩვენ შევიმუშავებთ საუკეთესო შეფუთვას თქვენი სამომხმარებლო და სამრეწველო პროდუქტებისთვის.
სპეციალური დოკუმენტების საფუძველზე და თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ შევიმუშავებთ მორგებული ხაზის კონცეპციას - ყველა საჭირო ფორმატის ნახაზთან ერთად. ხშირ შემთხვევაში,შემუშავდება შესაძლო კონცეპციის რამდენიმე ალტერნატივა და ისინი თქვენთან ერთად განიხილება პრეზენტაციის დროს.
დანერგვა და განხორციელება
მულტივაკი დაგეხმარებათ დანერგვისა და თქვენი შესაფუთი სისტემის თავიდან ბოლომდე გამართვის პროცესში. სადაც უნდა იყოთ - მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეგვიძლია, მოგაწოდოთ ინფორმაცია და მოგცეთ ექსპერტის რჩევა, იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი სისტემა, ყოველი ცალკეული დანადგარისა და დეტალის ჩათვლით, გამართულად იმუშავებს.
საწყისი იდეიდან პირველ ტესტირებამდე - მაღალკვალიფიციურ ექსპერტთა გუნდი დაგეხმარებათ თქვენი შეფუთვის მეთოდის შემუშავება-დანერგვის დროს. გუნდი, რომელიც გვერდით გეყოლებათ პირველი შეფასების მიღებიდან თქვენი შეფუთვის პროექტის დასრულებამდე.
მულტივაკი გთავაზობთ შეფუთვის მეთოდების ავტომატიზაციის დანერგვის შესაძლებლობას სხვადასხვა დონისთვის, ნახევრად ავტომატიზებული მანქანებიდან სრულად ინტეგრირებული შეფუთვის ხაზებით დამთავრებული. ჩვენ შეგვიძლია ავტომატიზაციის, კონვერჟირების, სატრანსპორტო, მარკირებისა და ხარისხის ინსპექტირების სისტემების დანერგვა და ამით შემოგთავაზოთ უმაღლესი ხარისხის მეთდები მაქსიმალური პროდუქტიულობისთვის. ჩვენ მოქნილად მოვერგებით თქვენს მოთხოვნებს და, საჭიროების შემთხვევაში, მხარს დაგიჭერთ თქვენი საწარმოო ხაზის კონცეპციაში სხვა მწარმოებლებისგან კომპონენტების ინტეგრირებაში.
ჩვენ გთავაზობთ ყოვლისმომცველ სასწავლო კურსებს, ან ჩვენს სასწავლო ცენტრებში ან - თქვენთან ერთად, საიტზე. ასე რომ, შეგიძლიათ, უკეთ გაეცნოთ ჩვენს დანადგარებს, მომსახურებასა და მომსახურებებს. ტრენინგი საკმაოდ პრაქტიკულია და ხორციელდება რეალურ პირობებში. თქვენ ასევე მიიღებთ ყველა წერილობით სასწავლო მასალას. ეს საშუალებას მოგცემთ, სრულად გამოიყენოთ თქვენი ახალი შეფუთვის მეთოდების პოტენციალი.
მულტივაკი მხარს დაგიჭერთ პროცესის ვალიდაციის, დაკალიბრებისა და დოკუმენტაციის პროცესებში.
პროცესის დადასუტურება
მიმდინარე MDR (სამედიცინო მოწყობილობის რეგულაციის) სტანდარტის ამოქმედებით, პროცესის დადასტურება გახდა სავალდებულო მოთხოვნა. როგორც ინტეგრირებული შეფუთვის გადაწყვეტილებების მიმწოდებელს, მულტივს აქვს მრავალწლიანი გამოცდილები და შესაფერისი უნარები. ჩვენს ექსპერტთა გუნდს შეუძლია, შემოგთავაზოთ ყოვლისმომცველი დახმარება თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
ჩვენი საკვალიფიკაციო და ვალიდაციის პაკეტი შეესაბამება GMP, GAMP-5 და ISO მითითებებს და მოიცავს შემდეგ მომსახურებასაც:
ვალიდაციის გრაფიკი
რისკების შეფასება
ფუნქციური სპეციფიკაცია
ინსტალაციისა და ექსპლუატაციის კვალიფიკაცია
კომპიუტერული ვალიდაცია
ჩვენ ასევე დაგეხმარებით ადგილზე საკვალიფიკაციო და ვალიდაციის პროცესების შესრულებასა და სპეციალური თუ რეტროსპექტული ვალიდაციების გავლაში, თქვენი შეფუთვის მეთოდებისათვის.
პროცესის დაკალიბრება
იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ რეპროდუცირებადი შეფუთვის ხარისხი და პროცესები, ჩვენ ვაკალიბრებთ ყველა შესაბამისი პროცესის პარამეტრს. შედეგებს ჩავწერთ კალიბრაციის პროტოკოლში და შეგატყობინებთ (დოკუმენტაციის გზით) ნებისმიერი გადახრის კორექციის შესახებ .
FDA CFR 21 ნაწილი 11 სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესასრულებლად, ჩვენი IPC მანქანები შეიძლება, აღჭურვილი იყოს შეფუთვის პროცესის მონიტორინგისა და ჩაწერის შემდეგი ფუნქციური შესაძლებლობებით:
მომხმარებლის პერსონალური ადმინისტრირება
პაროლის ადმინისტრირება
აუდიტი
რეცეპტის შეცვლის ჟურნალი
მონაცემთა რეზერვი
გაყიდვების შემდგომი მომსახურება
მას შემდეგ, რაც შეფუთვის მეთოდი წარმატებით შემუშავდა, მულტივაკი იწყებს ზრუნვას იმაზე, რომ წარმოების ყველა ეტაპის განმავლობაში თქვენი საწარმოო დანახარჯები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. მულტივაკისთვის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ნიშნავს მყისიერ დისტანციურ დახმარებას, მაქსიმალურ (24/7) წვდომას სათადარიგო ნაწილებზე და აქტიურ მხარდაჭერას თქვენი ყოველდღიური პროდუქტიულობისთვის - ეს ყველაფერი კი ჩვენი ონლაინ დახმარების ცენტრისა და ანალიტიკური ხელსაწყოების დამსახურებაა.
იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ყველაზე სწრაფი მხარდაჭერა, ჩვენ ვიყენებთ ცოცხალ დისტანციურ დახმარებას, რათა შევამციროთ თქვენი აპარატურის შეფერხების დრო - მუშაობის დაუგეგმავი გაჩერების შემთხვევაში. ნებისმიერი პრობლემას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, ჩვენი ექსპერტები გაიაზრებენ და მოაგვარებენ - ონლაინ, თქვენთან ვიდეო-ზარის მეშვეობით. ყველაფერს აგიხსნიან თანმიმდევრულად და გასაგებად, თქვენი მოგზაურობის ხარჯებისა და დროის ზედმეტად კარგვის გარეშე.
მულტივაკის სათადარიგო ნაწილები არა მხოლოდ უზრუნველყოფს შეუფერხებელ მუშაობასა და მინიმალურ მოცდის დროს, ისინი ასევე აკმაყოფილებს უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს. ჩვენი სათადარიგო ნაწილების ლოგისტიკისა და დეცენტრალიზებული საწყობების წყალობით, კლიენტებს მომსახურების ადგილებში სათადარიგო ნაწილების სწრაფი და ეფექტური მიწოდების გარანტიას ვაძლევთ.
ისარგებლეთ გამჭვირვალე პროცესებით და დაამუშავეთ მონაცემები რეალურ დროში მულტივაკის სმარტ სერვისების (Smart Services) საშუალებით. ისინი წარმატების გადამწყვეტი ფაქტორია და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს თქვენი ხაზის მაქსიმალურ ეფექტურობასა და ეკონომიურობაში. ჩვენი ექსპერტები სიამოვნებით გაგიწევენ კონსულტაციას - რაიმე ვალდებულების გარეშე - იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ, გამოიყენოთ მულტივაკის სმარტ სერვისები მომგებიანად როგორც - ახალი, ისე არსებული დანადგარების შემთხვევაში.
ფარმაცევტული პროდუქტების განაცხადების მაგალითები
მულტივაკის ხაზის გადაწყვეტები ფარმაცევტული პროდუქტებისთვის
- ფარმაცევტული პროდუქტების ხაზის გადაწყვეტის მაგალითი სტრუქტურა
- ფარმაცევტული პროდუქტების ხაზის გადაწყვეტის მაგალითი სტრუქტურა
- ფარმაცევტული პროდუქტების ხაზის გადაწყვეტის მაგალითი სტრუქტურა
- ფარმაცევტული პროდუქტების ხაზის გადაწყვეტის მაგალითი სტრუქტურა
- ფარმაცევტული პროდუქტების ხაზის გადაწყვეტის მაგალითი სტრუქტურა