სტერილური სამედიცინო და ფარმაცევტულ პროდუქტების სპეციალური მოთხოვნებისათვის
კათეტერების, ერთჯერადი პროდუქტების, ლაბორატორიული აღჭურვილობის, იმპლანტების, კომბინირებული შეფუთვებისა და სხვათა შეფუთვა საკმაოდ მკაცრ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ნებისმიერ შესაძლო ხარვეზს დიდი ზიანის მოტანა შეუძლია მომხმარებლებისა და პაციენტების ჯანმრთელობაზე. აბსოლუტური სანდოობა აუცილებელია. მულტივაკის დახვეწილი სისტემა კი ამ ყველაფერს შესაძლოს ხდის საწარმოო ხაზებისათვის, რადგან ჩვენი კომპონენტები ერთმანეთს ძალიან ორგანულად ერგება და იძლევა მაქსიმალური სანდოობისა და ეფექტურობის გარანტიას. ჩვენ გთავაზობთ როგორც - აღმავალ, ისე დაღმავალ კომპონენტებს. თუ საჭირო გახდა, შეგვიძლია მესამე მხარის - აღიარებული და პროფესიონალიზმით გამორჩეული კომპანიის - პროდუქციის ინტეგრირებაც. ჩვენი დანადგარები ბაქტერიებისა და ნაწილაკების მინიმალური შემცველობის გარანტიას იძლევა და აკმაყოფილებს ამჟამად არსებულ ყველა რეგულაციის მოთხოვნებს (EU, EMA, FDA, DIN, ISO)
კონსულტაციის ინდივიდუალიზებული სისტემა და თქვენს საწარმოო ხაზში სრულყოფილად დანერგვა
თქვენი საწარმოო ხაზის მიმართ წაყენებული მოთხოვნები სამედიცინო და სტერილური პროდუქტებისათვის ძალიან მკაცრია. ამის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანი ხდება კონსულტაციის გავლა ადრეულ ეტაპზე და ყველა პროცესისა თუ სისტემის ინდივიდუალურად შემუშავება. ამაში თქვენ დაგეხმარებათ მულტივაკი - გმაოცდილი პარტნიორი, რომელიც კარგად ერკვევა მანქანა-დანადგარების დიზაინში, პროგრამულ უზრუნველყოფაში და საწარმოო ხაზების ავტომატიზაციაში. ჩვენთვის მუდამ პრიორიტეტად რჩება თქვენი სტრატეგიული მიზნები, უსაფრთოხების მოთხოვნები და სპეციფიკური პროცესები. ჩვენ ვიფიქრებთ და ვცვლით თითოეული ხაზის გადაწყვეტას ინდივიდუალურად - კლიენტის საჭიროების მიხედვით.