მულტივაკი - ოპტიმალური მეთოდები გამომცხვარი პროდუქციის შესაფუთად
ახლად გამომცხვარი პროდუქტები სწრაფად კარგავს არომატს. იმისთვის, რომ კარგი სუნი და გემო გახსნის შემდეგაც შენარჩუნდეს, საჭიროა ამ პროდუქტების სწრაფი შეფუთვის მეთოდი.
კიდევ ერთ გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ ზოგიერთი წნევის მიმართ მგრძნობიარე პროდუქტი, მაგალითად - კრუასანი, გაყიდვის წერტილებშიც კარგად უნდა გამოიყურებოდეს.
FRITSCH - მულტივაკის ჯგუფის ნაწილი
საცხობი ტექნოლოგიისა და ზოგადად ტექნოლოგიის სამყაროში FRITSCH-ის სახელი უკვე 90 წელიწადზე მეტია, ითვლება ხარისხის სინონიმად გერმანიაში. ხარისხის უმაღლესი სტანდარტების, ინოვაციური, მომავალზე ორიენტირებული, ინდივიდუალიზებული მიდოგმებისა და საუკეთესო მომსახურების წყალობით FRITSCH საცხობ ინდუსტრიას ყველაფერს სთავაზობს, რაც საჭიროა უმაღლესი ხარისხის გამომცხვარი პროდუქტების წარმოებისათვის. ეს ხარისხი კი ტექნოლოგიური ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაერთიანების შედეგია. როგორც ცომის დამუშავების ხაზების ექსპერტი, FRITSCH სრულფასოვნად იყენებს მის ხელთ არსებულ საინჟინრო, ტექნიკურსა და ტექნოლოგიურ ცოდნას, რათა თავისი კლიენტები უზრუნველყოს მათ მოთხოვნებს მორგებული მომსახურებით.
- #INSPIRATION – წარმატების გზა: ოჯახი, ტრადიცია და სოციალური მედია
- #PASSION - უკეთესი. რა თქმა უნდა.