ამჟამინდელად თქვენ ხედავთ შინაარსს:

Georgia / KA

ადგილის შეცვლა

მიმდინარე ადგილი

შესაფუთი საშუალებების გრძელვადიანი გადაწყვეტილებები

MULTIVAC-ით თქვენ უზრუნველყოფთ მეორადი გადამუშავების ციკლში შესვლასთან და შესაფუთი მასალების გამოყენების შემცირებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებას



შესაფუთი საშუალებების გრძელვადიანი გადაწყვეტილებები


მასალები

მასალების სხვადასხვა კონცეფციების მეშვეობით მწარმოებელს შეუძლია ბაზრის მიმდინარე მოთხოვნების დაკმაყოფილება შესაფუთი საშუალებების ხანგრძლივი გადაწყვეტილებების მიწოდებით.

MULTIVAC PaperBoard

მნიშვნელოვან მიდგომას წარმოადგენს შეფუთვების კონცეფციის შექმნა, რომლებიც ეფუძნება ისეთ მასალებს, რაც უკვე წარმოდგენილია ხელახალი გადამუშავების დახურულ წრეებში. ამის მაგალითს წარმოადგენს ქაღალდის შეფუთვები, ვინაიდან ქაღალდი გამოყენების შემდეგ საშუალებას იძლევა გაეშვას ქაღალდის არსებულ წრებრუნვაში. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მასალის გადაყრა ხდება ჩვეულებრივ შესაფუთ მასალებთან და არა ქაღალდის ნარჩენებთან ერთად, დღეისათვის შესაძლებელია მისი თანამედროვე ხელახალი გადამუშავების სისტემებში ჩაშვება, მისი გამოცალკევება და შესაბამის წრებრუნვაში გაშვება.

PaperBoard-ის მეშვეობით MULTIVAC სხვადასხვა გადაწყვეტილებას გთავაზობთ ქაღალდზე დაფუძნებული მასალებით შეფუთვისათვის. შესაფუთი მასალები, რომლებიც წარმოებული იქნა წამყვან მწარმოებლებთან ერთად და რომლებიც ბარიერული და დამცავი ფუნქციებით კვების პროდუქტების ინდუსტრიის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, შესაძლებელია დამუშავდეს სტანდარტული დანადგარით. MAP- და შემოსაკრავი შეფუთვების წარმოებისათვის პორტფოლიო ასევე მოიცავს საკითხის გადაჭრის გზებს ტრისელერისა და ვაკუუმის შემოსაკრავი დანადგარებისათვის. ამასთან შესაფუთი დანადგარები შესაძლებელია ინდივიდუალურად იქნას მოსადაგებული კლიენტის წარმადობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან.

ამგვარად შესაძლებელია ტრისელერებზე გადამუშავდეს როგორც მუყაოს კოლოფები ისე მუყაოს ნაჭრები, რომლებიც საბოლოო მომხმარებლის მიერ გამოყენების შემდეგ მასალის მიხედვით უპრობლემოდ დანაწევრდება. ვაკუუმის გადასაკრავი შეფუთვების დანადგარებზე ქაღალდის შეფუთვების წარმოებისათვის MULTIVAC გთავაზობთ საკითხის გადაჭრის სამ სხვადასხვა გზას. ვაკუუმის გარსიანი შეფუთვების წარმოებისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას მოქნილი ფორმის ქაღალდი, რომლის შეძენაც შესაძლებელია სხვადასხვა გრამატურითა და სხვადასხვა ფუნქციონალური შრეებით. ასევე შესაძლებელია რულონის მუყაო გამოყენებული იქნას ვაკუუმის გარდიანი შეფუთვებისთვის. ორივე ძირითადი მასალა მოხმარების შემდეგ დანაწევრდება საბოლოო მომხმარებლის მიერ.

გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს დანადგარის კონცეფცია მონო-მუყაოსგან დამზადებული მუყაოს კოლოფების ვაკუუმის შემოსაკრავ დანადგარებზე გადამუშავებისათვის. ბიოპოლიმერები ვაკუუმის შემოსაკრავ შეფუთვაში აღიჭურვება შესაბამისი ხელოვნური მასალის დასაბეჭდი ფენით, რომელიც ეკვრის შესაბამის ფოლიო-გარსს. აღნიშნული კონცეფცია ასევე იძლევა საბოლოო მომხმარებლის მიერ შესაფუთი მასალების ზუსტი დანაწევრების შესაძლებლობას.



ბიოპოლიმერების გამოყენება

მდგრადი შეფუთვების შექმნისათვის ალტერნატივად ასევე განიხილება ეგრეთ წოდებული ბიოპოლიმერები. ტერმინი ბიოპოლიმერი მოიცავს მასალათა ორ კლასს: ერთის მხრივ, ესენია პოლიმერები, რომლებიც ხელახალი გადამუშავების ნედლეულისგან იწარმოება, როგორიცაა მაგალითად PLA ან PHA. ეს პოლიმერები ბიოდეგრადირებადია. მეორეს მხრივ, მასალათა აღნიშნულ კლასს ასევე მიეკუთვნება პოლიმერები, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ ხელახლა გადამუშავებული რესურდებისგან შეიძლება იქნას წარმოებული, თუმცა არ არის ბიოდაშლადი, როგორც მაგალითად PET ან PE.

ბიოპოლიმერებისგან ვაკუუმის შემოსაკრავი შეფუთვების წარმოებისათვის დღეისათვის ცნობილი მდგომარეობით ყველაზე მნიშვნელოვან ალტერნატივას წარმოადგენს თერმოპლასტი PLA. დაბალი ბარიერული თვისებების და ასევე დაბალი წელვადობის გამო აღნიშნული მასალისგან დამზადებული ვაკუუმის შემოსაკრავი შეფუთვების გამოყენების არეალი ლიმიტირებულია. ხშირად ის გამოიყენება ახალი ხილისა და ბოსტნეულის შემთხვევაში. ბიოპოლიმერების საერთო შეფასებისათვის ეკონომიური ასპექტების, რომელთა რიცხვსაც განეკუთვნება ფასი და ხელმისაწვდომობა, პარალელურად ასევე განხილული უნდა იქნას სასიცოცხლო ციკლის დასრულებისას აღნიშნული მასალების გამოყენებადობა. ამგვარად მომხმარებლების არასაკმარისი ინფორმირებულობის და ასევე მდგრადი სისტემების არ არსებობის გამო დღეისათვის ჯერ კიდევ არ ხდება აღნიშნული მასალების სრული სეპარაცია. ამან შესაძლებელია გამოიწვიოს ის, რომ ბიოდაშლადი პოლიმერები ინდუსტრიული კომპოსტირების სისტემების ნაცვლად დაემატოს ჩვეულებრივი ხელოვნური მასალების ხელახალი გადამუშავების ნაკადს.

PP ან APET მასალები

კიდევ ერთ მიდგომას წარმოადგენს ისეთი შეფუთვების შექმნა, რომლებიც შეძლებისდაგვარად ერთი მასალისგან, მაშასადამე მონომასალისგან, შედგება. შემდგომში შესაძლებელია მათი დახარისხება და შესაბამის წრებრუნვაში გაშვება. დღევანდელი გადმოსახედიდან ამ მეთოდისათვის განსაკუთრებით ოპტომალურია PP (პოლიპროპილენი) და APET (ამორფული პოლიეთილენტერეფთალატი) მასალები.

საკვები პროდუქტების შეფუთვისათვის მონომასალების გამოყენებით გათვალისწინებული უნდა იქნას აქამდე გამოყენებულ შესაკრავ მასალებთან შედარებით ბარიერული თვისებების შეცვლა და ასევე შესაფუთ პროდუქტზე ზემოქმედება. გარდა ამისა, ფუნქციური ფენების, როგორიცაა მაგალითად ბეჭდის ფენები, არარსებობით შეიცვალოს მასალების დამუშავების ჩარჩოები. ეს განაპირობებს იმას, რომ საჭირო ხდება გადამუშავების პარამეტრების რეგულირება.

PP - პოლიპროპილენი

PP-ფოლიო წარმოადგენს შესაფუთ საშუალებებში ყველაზე ხშირად გამოყენებულ სტანდარტულ მასალას. მასალა ხასიათდება კარგი ბარიერული თვისებებით, სითბოსადმი მდგრადობითა და სტაბილურობით. PP-ს ყველა სტანდარტულ ხელოვნურ მასალასთან შედარებით ყველაზე მცირე სისქე გააჩნია. PP-სგან დამზადებული შეფუთვებს სხვა მასალისგან დამზადებულ შეფუთვებთან შედარებით გააჩნია მცირე წონა, რაც გარემოს დაცვის მდგრადობის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. თუმცა ვაკუუმის შემოსაკრავ დანადგარზე მასალის გადამუშავებისათვის გაცილებით პრეტენზიულია, ვიდრე სხვა ხელოვნური მასალები.

APET - პოლიეთილენტერეფთალატი

მაღალი გამჭვირვალობის APET წყლის ჭავლთან და გაზთან შედარებით ასევე კარგი ბარიერული მაჩვენებლებით გამოირჩევა. ის მდგრადია ზეთებისა და ცხიმების მიმართ და შესაძლებელია გამოყენებული იქნას –40 °C -დან +70 °C-მდე ტემპერატურულ დიაპაზონში. ამჟამად APET-კოლოფები, ისევე როგორც სხვა მასალები, შესაკრავი მასალების ნაცვლად ახალი პროდუქტების შეფუთვისათვის გამოიყენება. მდგრადი შეფუთვისათვის გამოიყენება თხელი საბეჭდი მედიუმით აღჭურვილი სახურავის ფილიოები, როგორიცაა მაგალითად საბეჭდი ცვილი.

შეფუთვის დიზაინები

ინოვაციური შეფუთვის კონცეფციების, შედარებით ახალი შეფუთვის ფორმების იმპლემენტირების მეშვეობით შესაძლებელია შესაფუთი საშუალებების მოცულობის შემცირება და ამ გზით პლასტმასის ნარჩენების დაზოგვა.

ყოველი შეფუთვა მისი ფორმისა და ზომის მიხედვით ოპტიმალურად უნდა იქნას მორგებული შესაბამის პროდუქტზე. MULTIVAC-ის ფორმატის ცვლის კონცეფცია ხელს უწყობს ფაქტობრივად საჭირო შეფუთვის ზომაზე ფორმატის სწრაფ, ინდივიდუალურ მისადაგებას. ამის შედეგად შესაძლებელია მცირე პროდუქტების შემთხვევაში ჭარბი შეფუთვის თავიდან აცილება და შესაფუთი მასალის დაზოგვა.

ვაკუუმის შემოსაკრავი შეფუთვისას შედარებით თხელი ფოლიოს გამოყენების შედეგად შესაძლებელია შემცირდეს შეფუთვის მოცულობა. ამისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას მასალები, რომლებიც მიუხედავად მათი დაბალი სიმკვრივისა იგივე ბარიერული თვისებებით ხასიათდება და ამგვარად პროდუქტის დაცვას იგივენაირად უზრუნველყოფს, როგორც სქელი მასალები. შეფუთვის შესაფერისი დიზაინის მეშვეობით შესაძლებელია მიღებული იქნას იგივე სიმტკიცე და ფუნქციონალურობა, როგორც სქელი მასალების დამუშავების შემთხვევაში. ეს მიიღწევა შეფუთვების გვერდითა კედლებზე სტაბილიზაციის უზრუნველმყოფი რკალების მეშვეობით და ასევე კუთხეებსა და შეფუთვის ძირზე ადაპტირებული ფორმის მიცემით.

კიდევ ერთ ასპექტს წარმოადგენს ვაკუუმის შემოკვრით შეფუთვისას ფორმის მიცემის პროცესი. ფორმირების ალტერნატიული მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია ოპტიმირებული იქნას ფორმირების ხელსაწყოში მასალის შეყვანა, რის შედეგადაც შესაძლებელია პროდუქტის დაცვისათვის საფრთხის შექმნის გარეშე თხელი მასალა გადამუშავდეს შეფუთვად. მაგალითად ამისათვის გამოყენება ეგრეთ წოდებული ბეჭდის ფორმის შეცვლა ან გახსნის ფორმის შეცვლა. ამგვარად ვაკუუმის შემოსაკრავ ხელსაწყოში წნევის სწრაფი ზრდის შედეგად გახსნის ფორმის შეცვლისას შესაძლებელია მივიღოთ უკეთესი ფორმა, ვინაიდან ფოლიოს მასალა გაცილებით ერთგვაროვნად და სწრაფად გადანაწილდება, ვიდრე სტანდარტული ფორმის სისტემის შემთხვევაში. გახსნის ფორმის შეცვლის ბეჭდით დაცვასთან კომბინირების შედეგად შესაძლებელია აღნიშნული პოზიტიური ეფექტები კიდევ უფრო გაძლიერდეს - ფორმის ხარისხის შენარჩუნების პირობებში შესაძლებელია ამისათვის გამოყენებული იქნას 20 პროცენტამდე შედარებით თხელი ფოლიო.

ვაკუუმის გადასაკრავი შეფუთვების წარმოებისას გამოიყენება ისეთი მასალები, რომლებიც მათი დაბალი სიმკვრივის მიუხედავად ოპტიმალური ბარიერული თვისებებით ხასიათდება და ამის შედეგად წვლილი შეაქვს პროდუქტის ოპტიმალურ ვარგისიანობაში. გარდა ამისა, გადასაკრავი ფოლიოს ქაღალდის ბოჭკოსგან დამზადებული ძირითად მასალასთან კომბინაციისას შესაძლებელია შეფუთვის დიდი ნაწილი ხელახალ გადამუშავებაში იქნას მიქცეული მას შემდეგ, რაც PE-დაბეჭდილი ფენა ქაღალდის ძირითადი მასალისაგან გამოცალკევდება.

თუ დავაკვირდებით დაკეცვად შეფუთვებს, მათი გამოყენება შესაძლებელია მაგალითად დაჭრილი ძეხვეულის ან ყველის შეფუთვისათვის და ის მიმზიდველ ალტერნატივას წარმოადგენს ტრადიციულ ვაკუუმის შეფუთვებთან შედარები, რომლებიც მზადდება მყარო ფოლიოსგან - ამასთანავე დაკეცვადი შეფუთვები მნიშვნელოვნად ამცირებს მოცულობას. შესაფუთი მასალების ეკონომიურობის კიდევ ერთ შესაძლებლობას წარმოადგენს ქაფის მასალის გადამუშავება, რაც მათი დაბალი სიმკვრივის გამო ხელოვნური მასალის გამოყენების შემცირებას უზრუნველყოფს. დღეისათვის არსებობს მექანიკურად აქაფებული APET-ფოლიოები, რომელთა ზედაპირის ერთეულის წონა კომპაქტური ფოლიოს დაახლოებით 25 პროცენტს შეადგენს.

დამუშავების ტექნოლოგიები

ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებელია შემცირდეს შესაფუთი მასალის გამოყენება.

ფოლიოს ნარჩენების შემცირება

გადაკვრის პროცესში გვერდითა ზოლები უზრუნველყოფს გადასაკრავი ფოლიოს და ასევე მზა და შევსებული შეფუთვების აკურატულად დამუშავებას პროცესის დასრულებამდე მათი ერთმანეთისაგან სრულ გამიჯვნამდე. მაღალი ხარისხისა და მინიმალური დატვირთვის უზრუნველყოფისათვის გვერდითა ზოლები სიგანე მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი, ასევე საბეჭდ ხელსაწყოში დაცული უნდა იქნას ირიბი ნაკვეთების დაცვა და ამგვარად ევაკუაციისა და გაზით შევსების მინიმალური დროის უზრუნველყოფს.
ვაკუუმის გარსით შეფუთვის დანადგარის RX 4.0 ახალი ხელსაწყოთა აგრეგატით, X-tools - ით, შესაძლებელია გვერდითა ზოლები, რომლებიც საჭიროა შეფუთვის პროცესში შემოსაკრავი ფოლიოს მართვისათვის, 19,5 მმ-დან 15 მმ-მდე შემცირდეს, და ყოველივე ეს მოხდეს შეფუთვის პროცესის წარმადობის შემცირების გარეშე.


ფოლიოს ზედაპირის შემცირება

ვაკუუმის შემოსაკრავი შეფუთვების შემთხვევაში ბეჭდის ნაკერის სიგანე ჩვეულებრივ 5 მმ-ს შეადგენს. ამ ნაკერის 3 მმ-მდე შემცირებით შესაძლებელია მიღწეული იქნას იმ ფოლიოს ზედაპირის მნიშვნელოვანი დაზოგვა, რომელიც საჭიროა შეფუთვების წარმოებისათვის. ამასთან ინოვაციური ხელსაწყოები უზრუნველყოფს ნაბეჭდი ნაკერის მაქსიმალურ ხარისხს.

დანადგარის მოძრაობის მიმართულებით ბეჭდის სიგანის შემცირება ასევე შესაძლებელია მიღწეული იქნას ბეჭდვისა და ჭრის სადგურებში სერვოძრავზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით.

შედარებით დიდი რადიუსის შეფუთვების წარმოებისათვის საჭიროა ზოლების მატრიცის გამოყენება. ამიტომაც ხელსაწყოთა სტანდარტულ კონფიგურაციაში შეფუთვებს შორის დანადგრარის მოძრაობის მიმართულებით გათვალისწინებულია 5 მმ სიგანის ბილიკები.

დანადგარის მოძრაობის მიმართ ბილიკის სიგანის შემცირებისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას სეგმენტირებული მჭრელი ხელსაწყო, რომლის მეშვეობითაც ბილიკის სიგანე შესაძლებელია 3 მმ-მდე შემცირდეს. მასალის გამოყენების ოპტიმიზაცია ასევე შესაძლებელია მიღწეული იქნას სეგმენტირებული მჭრელი ხელსაწყოს ზემოთ ხსენებულ ტექნოლოგიებთან კომბინაციის შედეგად; ამისათვის საჭირო ინვესტიციებიც ასევე სწრაფად ამორტიზირდება მასალის მნიშვნელოვნად დაზოგვის შედეგად.

კონტურული შეფუთვების წარმოებისათვის MULTIVAC გთავაზობთ ინოვაციურ საჭრელ ხელსაწყოებს, რომლებიც უზრუნველყოფს ჭრას ნარჩენების გარეშე, ასეთებია ფორმისა და კონტურული მჭრელი BAS 20, რომლის მეშვეობითაც ნარჩენები მინიმუმამდეა დაყვანილი. ამასთანავე სრულ საჭრელ ხელსაწყოებს წვლილი შეაქვს იმაში, რომ კონტურული შეფუთვების წარმოებისას წარმოქმნილი შტამპის ჩარჩო განახევრებული იქნას.

კონტაქტი

ერთადერთი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ არის დაგვიკავშირდეთ!

დაგვიკავშირდით და ერთად ვიპოვით თქვენს საუკეთესო დამუშავების ან შეფუთვის გადაწყვეტილებას. მოუთმენლად ველით თქვენგან პასუხს!

პრესა

ახალი ამბები. ფაქტები. გარემოება.

რა არის ყველაზე საინტერესო მიმდინარე მოვლენები გადამუშავებისა და შეფუთვის სამყაროში? მოვლენები, ტენდენციები და გამოწვევები – ყველა ეს ინფორმაცია თქვენთვის არის თავმოყრილი. იყავით ინფორმირებული!

ღონისძიებები

ძირითადი თარიღები - ეროვნული და საერთაშორისო

გეგმავთ ვიზიტებს მომავალი ინდუსტრიის სავაჭრო ბაზრობებში? აქ ნახავთ, როდის და სად ჩატარდება ყველა ეს მოვლენა.

ჩვენი დაპირება

MULTIVAC PEAQ დაპირება

ერთად მივაღწიოთ მიზნებს! მაქსიმალურად გაზარდეთ თქვენი პროდუქტიულობა და მინიმუმამდე დაიყვანეთ თქვენი ხარჯები - ჩვენი PEAQ დაპირებით. PEAQ ნიშნავს პროდუქტიულობას, ეფექტურობას, ხელმისაწვდომობას და ხარისხს. შეიტყვეთ რა არის მასში თქვენთვის.თხოვნების მიღწევაში - საიმედოდ და მდგრადად. დაგვიკავშირდით!