ფირის ეფექტური მოხმარება
სტანდარტული შეფუთვის შემთხვევაში ფირის ის ნარჩენი რომელიც შეფუთვის ფორმას არ ემთხვევა, შეფუთვას სცილდება და შემდეგ ნადგურდება. ფორმშრინკის შემთხვევაში კი ეს პრობლემა არ დგას, ამოზნექილი ფირის ნაწილებიც მჭიდროდ ეკვრის პროდუქტს.
ეფექტური ალტერნატივა
ფრომშრინკის შემტხვევაში სტანდარტულ ფირებთან შედარებით შეგიძლიათ მასალის დაახლოებით 20% დაზოგოთ და შესაბამისად შეამციროთ შესაფუთი პროდუქტის თვითღირებულება.
მაქსიმალური წარმოება შესანიშნავი ხარისხით
FormShrink® შეფუთვები შექმნილია მაქსიმალური წარმოებისათვის. ეფექტური თერმოფორმირების პროცესი, თავისი მაღალი ციკლის წარმადობის და მარტივი ავტომატიზაციის შესაძლებლობებით, საშუალებას იძლევა მივიღოთ უმაღლესი სიზუსტე და შეფუთვის ხარისხი.
სრულყოფილი ურთიერთქმედება მანქანასა და მასალას შორის
თქვენ შეგიძლიათ აწარმოოთ FormShrink® პაკეტები R 155, R 255 და R 555 თერმოფორმირების შეფუთვის დანადგარებზე. MULTIVAC გთავაზობთ ფირების ყოვლისმომცველ სპექტრს, რომლებიც სპეციალურად შექმნილია FormShrink® მანქანებისთვის. შეფუთვის აპარატის, მასალისა და შეკუმშვის ერთეულის სრულყოფილი ურთიერთქმედების მეშვეობით, თქვენ ყოველთვის შეგეძლებათ აწარმოოთ გამორჩეული ხარისხის შეფუთვები.