უნაკლო მომზადების შედეგები თვითგახსნადი შეფუთვის მეშვეობით
გჭირდებათ შეფუთვა, რომელიც თავისით იხსნება? ერთადერთი რაც მას ესაჭიროება არის ღუმელის ტემპერატურისგან მიღებული მცირე წნევა. იდეალური გამოსავალი, განსაკუთრებით მარინადების, სანელებლებისა და სოუსებით მომზადებული პროდუქტებისთვის.
ცხელი კერძის მომზადება და თქვენი პროდუქტის მაღალი ხარისხის შენარჩუნება
MultiCook™– ით მრავალი სარგებელი შეგიძლიათ შესთავაზოთ თქვენს საბოლოო მომხმარებლებს. ეს იქნება მიკროტალღური თუ სტანდარტული ღუმელის გამოყენებით, მაღალი ტემპერატურის ან ხანგრძლივი მომზადების დროთი - გრილის ფუნქციაც კი არ დააზიანებს თქვენს შეფუთვას. და ყველაზე საუკეთესო: არომატი, ვიტამინები, მინერალები და პროდუქტის ტენიანობა შესანიშნავად შენარჩუნებულია მომზადების პროცესში. პროცესი ყოველთვის წარმატებულია, რადგან გარანტირებულია სრულყოფილი მომზადების ან ცხობის შედეგი. ის ასევე ზოგავს ელექტროენერგიას, ვინაიდან მომზადების ან ცხობის დრო ათი პროცენტით მცირდება.
უპირატესობები ასევე სავაჭრო ობიექტზე
MultiCook™ გამოირჩევა თავისი ბარიერული დამცავი თვისებებით, რომლებიც ახანგრძლივებენ თქვენი პროდუქტის შენახვის ვადას და საშუალებას იძლევიან პროდუქტი მაცივარში ან საყინულეში ინახებოდეს.
მაღალი დონის უსაფრთხოება მომხმარებელს
MultiCook™ ფირების გამოყენება თერმოფორმირების სესაფუთ დანადგარებზე ყოველთვის მარტივი და საიმედოა. მათი გამორჩეული მექანიკური და თერმული თვისებები უზრუნველყოფს პროცესის საიმედოობის მაღალ დონეს და მომხმარებელთა უსაფრთხოებას.