ამჟამინდელად თქვენ ხედავთ შინაარსს:

Georgia / KA

ადგილის შეცვლა

მიმდინარე ადგილი

ერთად მივაღწიოთ მწვერვალს

ეს უბრალო დაპირებაზე მეტია. თქვენი ხედვებისა და სტრატეგიების განსახორცილებელად დაგჭირდებათ კარგი პარტნიორი, რომელიც დანადგარებსა და რჩევებზე მეტს შეგძენთ. მულტივაკ PEAQ-თან ერთად პროდუქტიულობას მაქსიმუმამდე გაგაზრდევინებთ: ჩვენი პროდუქციით, ექსპერტების რჩევებითა და საუკეთესო მომსახურებით - სტაბილურად, უწყვეტად და თქვენი მოწყობილობების მთელი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე.

60 წელზე მეტია, კლიენტები მთელი მსოფლიოდან ენდობიან მულტივაკის გამორჩეულ პროდუქტებსა და უმაღლესი ხარისხის სერვისებს. ისმის კითხვა: ისინი მოგვმართავენ თუ არა ისევ კვლავ?

მულტივაკის კლიენტებმა იციან, რომ ყოველი მანქანა-დანადგარის თუ მეთოდის გრძელვადიანი პროდუქტიულობა ყოველთვის კომპანიის ყურადღების ცენტრში რჩება. რა თქმა უნდა, ყველა შენაძენი საჭიროებს საწყის ეტაპზე ინვესტირებას, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ოპტიმალური წარმადობა მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია სანდო, ეფექტური და ეკონომიური წარმოებისათვის.

PEAQ ასე იშიფრება: პროდუქტიულობა (productivity), ეფექტურობა (efficiency), ხელმისაწვდომობა (availability) და ხარისხი (quality). ჩვენ თქვენი ახლო პარტნიორი ვიქნებით და მუდამ თვენ გვერდში ვიქნებით, თქვენი პროდუქციისა და სისტემების მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.

შესავალისა და გამოსავალის იდეალური თანაფარდობა

პროდუქტიულობა

პროდუქტიულობა ნიშნავს იდეალურ თანაფარდობას შესავალსა და გამოსავალს შორის. კარგი წარმოების საუკეთესო მაჩვენებელი არის დანადგარების ეფექტურობა საერთო გამოსავლიანობა [overall equipment effectiveness (OEE)], რომელიც უნდა შევადაროთ ხარჯს მთლიანი ექსპლოატაციის მანძლზე [TCO - Total Cost of Ownership].

მაქსიმალურ მოქნილობას მოითხოვთ, პროდუქციის ცვლის დროის მცირე ინტერვალებს თუ რაც შეიძლება მეტი და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი პროდუქტის წარმოებას, მთავარი მაინც თქვენი თითოეული დანადგარის ინდივიდუალური წარმადობაა.!

გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენი ყველა კლიენტისთვის ცნობილი მულტივაკის მეთოდებისგან მიღებული სარგებელი. წარმადობის ოპტიმიზებისათვის შექმნილი ხაზები - წარმოების მაქსიმალურად გაზრდისათვის საჭირო მრავალ დამატებით ფუნქცასთან ერთად - ჩვენი შემოწმებული და მაღალი სანდოობის პროდუქციის ასორტიმენტით დაგეხმარებათ, კონკურენტებზე მუდამ ერთი ნაბიჯით წინ იყოთ.

ამის გარდა, კისეთი ინოვაციების დამსახურებით, როგორებიცაა Smart Services (გონიერი სერვისები) ან Multivac Line Control (მულტივაკის ხაზის კონტროლი), ჩვენ გთავაზობთ უსაფრთხოებას დღესაც, ხვალაც და შორეულ მომავალშიც.

მაღალი სარგებლიანობა და ეკონომიურობა

ეფექტურობა

შესასყიდ ფასთან ერთად, მრავალი დანახარჯი საწარმოო ხაზისა და დანადგარის წლობით მუშაობის, დამუშავება-შეფუთვის პროცესების დროს ჩნდება. საბოლოო ფასს ამ ყველაფრის ჯამური ღირებულება განსაზღვრავს.

ეს არ ითვალისწინებს საერთო საწარმოო დანახარჯებს, როგორებიცაა მასალა, პერსონალი, ქარხნის, დანადგარების მუშაობა, შენახვა, ენერგიის მიწოდება და გაწმენდის თვითღირებულება.

თქვენი აპარატურის ღირებულებისათვის ბევრად მნიშვნელოვანია კავშირი მთლიან საექსპლოატაციო ხარჯებსა (TCO) და საერთო გამოსავლიანობას შორის (OEE) წლების განმავლობაში. ყველა ცალკეული ფაქტორის გათვალისწინება გადამწყვეტ როლს თამაშობს თქვენი მანქანა-დანადგარების ეფექტურობის მაქსიმალურად გაზრდაში.

მაქსიმალური საწარმოო დრო

ხელმისაწვდომობა

მაქსიმალური ხელმისაწვდომობა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი დამუშავებისა და შეფუთვის დანადგარების მაქსიმალური წარმადობის მისაღწევად. რომლებსაც თქვენი მანქანა-დანადგარებისა და საწარმოო ხაზების მუშაობის მეთოდები უნდა იყოს რაც შეიძლება ოპტიმალურად შემუშავებული, რათა გაგაიძლოთ და სარგებელი მოგიტანოთ მაქსიმალურად დიდი ხნის განმავლობაში.

ამის მისაღწევად კი ყველა ფაქტორი იდეალურად უნდა იყოს შეთანხმებული. დაწყებული სწორი დანადგარითა და სათანადოდ მომზადებული პერსონალით - რათა წარმოების პროცესი ყოველდღიურად სრულყოფილად იმართოს - დამთავრებული რეგულარული პროფილაქტიკური სამუშაოებით - შეგიძლიათ, გვენდოთ თავიდან ბოლომდე!

მულტივაკის სისტემები შეიძლება, აღიჭურვოს მრავალი დამატებითი ფუნქციითა და რეჟიმით (MULTIVAC Line Control, Smart Services), ასევე - სენსორული სისტემებით, რომლებიც ოპერაციების გონივრულად და ეფექტურად წარმართვაში დაგეხმარებათ, მთლიანად გამოავლენს წარმადობის სრულს პოტენციალს და დაგეხმარებათ პროცესების თანმიმდევრულად დაგეგმვაში.

ჩვენი მომსახურების ფართო სპექტრი (MULTIVAC Customer Care) კი უზრუნველყოფს თქვენი აპარატური ხელმისაწვდომობის მაღალ დონე.

მაღალი ხარისხი და სანდო პროცესები, პროდუქტისა და შეფუთვის საუკეთესო შედეგი

ხარისხი

საუკეთესო  ხარისხი და თქვენი სრული კმაყოფილება ჩვენთვის ცენტრალური მნიშვნელობის საკითხია. მულტივაკისთვის ხარისხი ასევე ნიშნავს ბაზრისა და მომხმარებლების ყოველი მოთხოვნის მოსმენასა და გათვალისწინებას. ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება არა მხოლოდ საკუთარი პროდუქციის შემთხვევაში, არამედ კომერციული საქმიანობის ყველა ასპექტში.

ჩვენი სანდო და მაღალი ხარისხის პროდუქტები და მომსახურება ყოველთვის ზუსტად ერგება თვენს სპეციფიკურ და ინდივიდუალურ მოთხოვნებს: იქნება ეს მანქანა-დანადგარები, წარმოება, დამუშავება, შეფუთვის ხარისხი თუ შეფუთვის საბოლოო სახე.

ჩვენ მიერ საკუთარი თავის მიმართ წაყენებული მკაცრი მოთხოვნებისა და მაღალი სტანდარტების გარდა ჩვენ რეგულარულად გვენიჭება DIN EN ISO 9001:2015 სტანდარტის სერტიფიკატი.

Downloads

Brochure: PEAQ promise

Now read more about PEAQ - Productivity, Efficiency, Availability and Quality with MULTIVAC.

ზომა
4 MB
ფორმატი
pdf
Download

SUCCESS STORY

Ter Beke uses digital solutions from MULTIVAC

The Belgian food company, Ter Beke, counts on digitalization – and on MULTIVAC – in its factory in Veurne. Thanks to MULTIVAC’s digital services, it has been possible to optimize the complex packaging processes for the different sausage varieties to a very significant degree – and within just the initial phase of development. Frequent factors in faults have been eliminated, and consequently the overall equipment efficiency has been increased.

კონტაქტი

ერთადერთი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ არის დაგვიკავშირდეთ!

დაგვიკავშირდით და ერთად ვიპოვით თქვენს საუკეთესო დამუშავების ან შეფუთვის გადაწყვეტილებას.

პრესა

ახალი ამბები. ფაქტები. გარემოება.

რა არის ყველაზე საინტერესო მიმდინარე მოვლენები გადამუშავებისა და შეფუთვის სამყაროში? მოვლენები, ტენდენციები და გამოწვევები – ყველა ეს ინფორმაცია თქვენთვის არის თავმოყრილი. იყავით ინფორმირებული!

ღონისძიებები

ძირითადი თარიღები - ეროვნული და საერთაშორისო

გეგმავთ ვიზიტებს მომავალი ინდუსტრიის სავაჭრო ბაზრობებში? აქ ნახავთ, როდის და სად ჩატარდება ყველა ეს მოვლენა.

ჩვენი დაპირება

MULTIVAC PEAQ დაპირება

ერთად მივაღწიოთ მიზნებს! მაქსიმალურად გაზარდეთ თქვენი პროდუქტიულობა და მინიმუმამდე დაიყვანეთ თქვენი ხარჯები - ჩვენი PEAQ დაპირებით. PEAQ ნიშნავს პროდუქტიულობას, ეფექტურობას, ხელმისაწვდომობას და ხარისხს. შეიტყვეთ რა არის მასში თქვენთვის.